პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

  • ამ წუთებში, პარლამენტთან სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეებს ადგილზე კანონპროექტის წინააღმდეგ სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მოტანილი.

ადგილზე მობილიზირებულია პოლიცია.

პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს დღეს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *