პარლამენტმა 51 ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილება არ შეუწყვიტა

  • სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის მსურველი 51-ვე ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტის წევრად რჩება – “ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მათ უფლებამოსილება არ შეუწყვიტა. თითოეული დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას ცალ-ცალკე ეყარა კენჭი და არც ერთზე დადებითი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. “ქართული ოცნების” არც ერთ წევრს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტაზე ხმა არ მიუცია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *