პოლიციამ ბათუმში ქურდობის ფაქტი აღკვეთა – დაკავებულია 2 პირი

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ბათუმში, მოქალაქისთვის თანხის მოპარვა სცადეს, თუმცა სამართალდამცველების დროული რეაგირების შედეგად დანაშაული ვერ განახორციელეს.

პოლიციამ ორივე მათგანი ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა.  

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.”-ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *