პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის,  თბილისის პოლიციის, აჭარის პოლიციისა და გურიის  პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა -ტარების ფაქტებზე 4 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

“სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, ასევე, სახელოსნოს  ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს  სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების  აღკვეთას ითვალისწინებს.”-აღნიშნულია შსს ინფორმაციაში.
 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *