პოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანი ცხელ კვალზე დააკავა

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანი დააკავეს, მათ შორის ერთი წარსულში ნასამართლევია. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თბილისში თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მობილური ტელეფონები და პირადი ნივთები გასტაცეს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირები ცხელ კვალზე დააკავეს. ნაძარცვი ნივთები ამოღებულია ნივთმტკიცებად. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *