პრეზიდენტი ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს

  • საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა “ტვ პირველთან” ინტერვიუში განაცხადა.

„მე გეტყვით რომ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილება ამ დილით, 10 საათზე მივიღე. არ დაველოდე არც არავის მოწოდებას, ასე რომ, ვერავინ ვერ ჩაითვლის ქულებს. მე ჩემი სინდისის წინაშე ჩავთვალე, რომ არასწორია, ეს ახალგაზრდა ცხრა წლით დაისაჯოს. ხელი ჯერ არ მომიწერია, პროცედურები წინ არის, მაგრამ გადაწყვეტილება მე საკუთარ თავთან ერთად, ყველანაირი გამოთქმული აზრის გარეშე მივიღე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და თავისუფლების ცხრა წლით აღკვეთა მიესაჯა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *