პრეზიდენტმა ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით 8 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა

  • პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა, ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 8 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული ქალი შეიწყალა.

აქედან 4 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო 4 მსჯავრდებულს შეუმცირდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა.

საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტი დღეს, 2021 წლის 2 ივნისს გამოსცა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *