პრემიერ-მინისტრი ახლად არჩეულ მერებს ხვდება

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში ახლად არჩეულ მერებს ხვდება. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ამ წუთებში შეხვედრა მიმდინარეობს მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტის მერებთან.

კანცელარიაში უკვე მოვიდნენ ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები. შეხვედრებს ესწრებიან მხარის რწმუნებულებიც.

შეხვედრები ასევე გაიმართება შიდა ქართლის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის რეგიონების მუნიციპალიტეტების არჩეულ მერებთან.

შეხვედრებს, დედაქალაქის გარდა, ყველა თვითმმართველი ქალაქის მერები დაესწრებიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *