- საქართველოს პროკურატურამ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა რადიოაქტიურ ნივთიერება ურანს, რის რეალიზაციასაც 700 000 აშშ დოლარად უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გეგმავდა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.”-ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

