ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის 90-ე კმ-ზე, კლდის მასის ჩამოშლის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

  • საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 90-ე კმ-ზე (გუროს კლდეები) ძლიერი წვიმის შედეგად, ჩამოიშალა კლდის მასა, რის გამოც, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *