რამდენი პილოტი ქალია საქართველოში

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღეს ულოცავს და საქართველოში ავიაციაში დასაქმებული ქალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემულ ავიასპეციალისტის მოქმედ მოწმობას 100 ქალი ფლობს.

მათ შორის არიან: ქალი პილოტი – 5, ქალი ავიამეთვალყურე – 9 და ქალი ბორტგამყოლი – 86. მონაცემები 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით არ შეცვლილა. 2019 წელს, ავიასპეციალისტის მოქმედ მოწმობას 83 ქალი ფლობდა, აქედან 3 პილოტი და 69 ბორტგამყოლი, ხოლო 2018 წელს – 62 ქალი, აქედან მხოლოდ 1 პილოტი და 51 ბორტგამყოლი.

წყარო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *