რაო, ინტერნეტმა რა შემიძლიაო?

  • გაქვთ ინტერნეტი? ფაქტობრივად, გაქვტ ყველაფერი. ყოველ შემთხვევაში, გაქვთ შესაზლებლობა ბევრი რამ გააკეთოთ სახლიდან გაუსვლელად.

ინტერნეტის მეშვეობით თქვენ შეძლებთ:
იყიდოთ საქონელი და კვების პროდუქტი, რასაც სახლში მოგართმევენ.
ისარგებლოთ მთავრობის მიერ შემოთავაზებული უამრავი სერვისით, იქნება ეს
იურიდიული დოკუმენტების გაფორმება, აუქციონებში მონაწილეობა, ქონების
დაქირავება და გაქირავება, არჩევნებში ხმის მიცემა, კონსულტაციის მიღება თუ უამრავი სხვა რამ.
უყუროთ კინოფილმებს და მოუსმინოთ მუსიკას უფასოდ, როცა მოგესურვებათ და
რომელიც გაინტერესებთ და არა – რომელსაც თავს მოგახვევთ ტელევიზია ან რადიო.
შეიტყოთ უახლესი ამბები, რომელთა მოწოდებას გაზეთები, ჟურნალები და ტელევიზია გასაგები მიზეზების გამო აგვიანებენ.
მოძებნოთ სამსახური და საქმიანობის ზოგიერთ სფეროში იმუშაოთ კიდევაც და
მიიღოთ ანაზღაურება ინტერნეტის მეშვეობით.
ჩაატაროთ საბანკო ოპერაციები, როგორიცაა, მაგალითად, ფულის გადარიცხვა
მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
გახსნათ ვირტუალური მაღაზია და იშოვოთ ფული.
შეიძინოთ თეატრის, კინოს, კონცერტების, ავია- და რკინიგზის ბილეთები მსოფლიოს
თითქმის ნებისმიერ წერტილში, ტურისტული მარშრუტები, დაჯავშნოთ სასტუმრო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *