რა იცით ჰუდზე?

⦁ ჰუდები პირველად შუა საუკუნეებში გამოჩნდა, როდესაც ბერები ატარებდნენ კაპიუშონიან ანაფორებს, რომ თავი თბილად ჰქონოდათ.

⦁ მე–17 საუკუნიდან ქალებმაც დაიწყეს კაპიუშონიანი სვიტრების ტარება. უმეტესად კი მაშინ იცვამდენენ, როცა ცდილობდნენ, გარკვეულ შეკრებებსა და შეხვედრებზე შეუმჩნეველი დარჩენილიყვნენ.

⦁ 1930 წელს ამერიკულმა ბრენდმა Champion დაიწყო ჰუდების იმ ფორმით შექმნა, როგორითაც დღეს გვაქვს. ჰუდები იკერებოდა მუშებისთვის, რომ ყინვაში არ შესციებოდათ. მოგვიანებით, მისი გამოყენება ათლეტებმაც დაიწყეს გარეთ ვარჯიშის დროს.

⦁ 1970 წლიდან ჰუდი გახდა ჰიპ–ჰოპ საზოგადოების სტატუს სიმბოლო. ბრეიქდანსის მოცეკვავეებმა მალევე აღმოაჩინეს, რომ ეს არის კომოფრტული სამოსი, რომელიც იდეალურად ეხამება ქუჩის სტილს.

⦁ 1976 წელს ფილმ „როკის“ გამოსვლის შემდეგ ჰუდების პოპულარობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რადგან ფილმის მთავარი გმირი სწორედ ჰუდს ატარებდა.

⦁ 1990–იან წლებში ჰუდი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გავრცელდა და უამრავი ადამიანის გარდერობში დაიკავა საპატიო ადგილი, განსაკუთრებით პოპულარული კი სტუდენტებს შორის გახდა.

⦁ უკანასკნელ წლებში ჰუდებს მაღალი მოდის დიზაინერებიც აქტიურად სთავაზობენ მომხმარებელს და მათი ფასი რამდენიმე ასეულიდან რამდენიმე ათასეულ დოლარამდე მერყეობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *