ხარისხიანი და მაღალი მოსავლის საფუძველი მცენარის ძლიერ ფესვთა სისტემაშია. ფესვები განაპირობებს მის ჯანსაღ და თანაბარ ზრდა-განვითარებას, რადგან მათზეა დამოკიდებული, რამდენად ეფექტიანად აითვისებს მცენარე წყალსა და საკვებ ნივთიერებებს. Atens-ის ბიოლოგიური პრეპარატი „აეგის სიმ ირიგა“ სწორედ ფესვთა სისტემის გაძლიერებასა და განვითარებას უზრუნველყოფს, რაც მთავარია, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების გარეშე.
აღსანიშნავია, რომ Atens მიკრობიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელი ესპანური კომპანიაა, რომელიც მოსავლიანობისა და ნაყოფის ხარისხის გასაუმჯობესებლად ბიოლოგიურ გადაწყვეტებს ქმნის. „აეგის სიმ ირიგა“ სპეციალიზებულ სათბურებში In Vivo მეთოდით იწარმოება, რომელიც უზრუნველყოფს პრეპარატის სიცოცხლისუნარიანობასა და ხარისხს. მიკორიზული სოკოების ბაზაზე დამზადებული პროდუქტის „აეგის სიმ ირიგას“ უპირატესობაც წარმოების მეთოდშია – სწორედ ეს განაპირობებს პროდუქტშიც არსებული სპორების მაღალ კონცენტრაციასა და სტაბილურ ეფექტს.
რა არის „აეგის სიმ ირიგა“ და როგორ მოქმედებს?
„აეგის სიმ ირიგა“ მიკორიზული სოკოების ბაზაზე დამზადებული ბიოლოგიური პრეპარატია, რომელიც მცენარის ფესვებთან ბუნებრივ სიმბიოზს ქმნის და მათ პოტენციალს მნიშვნელოვნად აძლიერებს.
პროდუქტში არსებული მიკორიზული სოკოები ფესვზე კოლონიზდება და მცენარესთან სასარგებლო კავშირს ამყარებს. ვითარდება ფუნჯა ფესვები, რომლებიც მცენარისთვის საკვები ნივთიერებებისა და წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ მიკორიზული ქსელის დახმარებით ფესვების მიერ შეწოვის ზედაპირი 1000-ჯერ იზრდება.
საბოლოო ჯამში, „აეგის სიმ ირიგას“ დახმარებით:
- ძლიერდება მცენარის ფესვთა სისტემა. ძლიერი ფესვი კი ნიშნავს უფრო სტაბილურ ზრდას, უკეთეს კვებას და სტრესის მიმართ მეტ გამძლეობას.
- მცირდება გადარგვის შემდგომი შოკი, რაც ამარტივებს მცენარის ახალ გარემოში ადაპტაციას.
- იზრდება გვალვის, მარილიანობისა და ფესვთა პათოგენების მიმართ ტოლერანტობა.
- უმჯობესდება ნაყოფის ორგანოლეპტიკური ხარისხი და ვიზუალური მხარე.
„აეგის სიმ ირიგა“ და მდგრადი აგრომეურნეობა
მდგრადი სოფლის მეურნეობა გულისხმობს ისეთ წარმოებას, რომელიც ორიენტირებულია არა მხოლოდ მოსავლის ხარისხისა და მოცულობის გაზრდაზე, არამედ ნიადაგის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებასა და გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებაზე. შესაბამისად, „აეგის სიმ ირიგა“ და მსგავსი ბიოლოგიური პრეპარატები უბრალოდ დამატებით საშუალებებად კი აღარ განიხილება, არამედ ისინი აგროპროცესების აუცილებელ ნაწილად იქცა.
მდგრად აგრომეურნეობაში მიკორიზული სოკოები განსაკუთრებით აქტიურად გამოიყენება, რადგან ისინი ბუნებრივ სიმბიოზს ქმნის მცენარის ფესვებთან. ამგვარი ურთიერთობისგან სარგებელს ორივე მხარე იღებს – მცენარე სოკოს ორგანული ნივთიერებებით ამარაგებს, სოკო კი მცენარეს წყლისა და საკვები ელემენტების მოპოვებაში ეხმარება. გარდა ამისა, მიკორიზა ხელს უწყობს ნიადაგის სტრუქტურის გაუმჯობესებასა და სასარგებლო მიკროორგანიზმების განვითარებას.
„აეგის სიმ ირიგასა“ და Atens-ის სხვა პროდუქტების შესაძენად ეწვიეთ „აგროსფეროს“ მაღაზიათა ქსელს. დამატებითი აგრო-კონსულტაციისთვის კი დაუკავშირდით კომპანიის სპეციალისტებს ნომერზე +995 322 500 900.

