როგორ დავიწყოთ სწორი კვება

fit.ge თუ თქვენი მიზანი სწორი კვება გახლავთ და გგონიათ მისი დაცვა ძალიან რთულია, შევეცდებით ეს სტერეოტიპი დავანგრიოთ.

ჩვენ გასწავლით, როგორ უნდა დაიწყოთ სწორად კვება პატარ-პატარა ნაბიჯების გადადგმით.

დაიწყეთ უშაქრო ყავისა და ჩაის მიღება

კვლევები აჩვენებს, რომ დიაბეტების უმეტესობა გამოწვეულია დიდი რაოდენობით შაქრის მიღებისაგან, თუმცა ამას მხოლოდ ხელოვნურად დამზადებული გაზიანი სასმელების მიღება არ იწვევს.

არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ ასევე საზიანოა  შაქრიანი ჩაისა და ყავის მიღებაც.

კერძოდ, კვლევების თანახმად, კოფეინის მიღება  შაქრის გარეშე ამცირებს დეპრესიის, კოგნიტური აშლილობის რისკს, ხოლო ჩაის მიღება კი ამცირებს ინფლამაციას, პრევენციას უწევს კიბოს და იცავს კანს.

ყურადღება მიაქციეთ, რას უკვეთავთ რესტორნებში

შეუკვეთეთ რამე სასარგებლო და ნუტრიტებით სავსე, თუ აჰყვებით სხვას, თქვენი მეგობრები თუ პიზას მიირთმევენ, არ არის აუცილებელი თქვენც იგივე ჭამოთ.

შეწყვიტეთ არაჯანსაღი საკვების ყიდვა

მარტივია იყიდოთ ჩიფსი ან ორცხობილები და თავი იმით გაიმართლოთ, რომ ეს თქვენს მეგობრებს ან ოჯახის წევრებს მოეწონებათ და სწორედ მათთვის ყიდულობთ.

შეცვალეთ თქვენი არჩევანი სხვა სასარგებლო და ნუტრიტებით სავსე საკვებით. ეს დაგეხმარებათ იკვებოთ უფრო ჯანსაღად.

წამოიწყეთ „პროდუქტის შემცვლელი“ თამაში სახლში

მარკეტერები მიიჩნევენ, რომ, თუ ბოსტენულობას ან სხვა სასარგებლი საკვებს იყიდით და მაცივარსაც ამ ტიპის საკვებით აავსებთ, უფრო მოსალოდნელია, რომ სხვა სხეულისათვის საზიანო საკვების მიღების სურვილი აღარ გაგიჩნდეთ.

პირიქით, როცა ამ ტიპის საკვებს ხედავთ, უფრო მარტივადაა შსაძლებელი, რომ მისი მიღება მოგინდეთ.

დაიწყეთ სხვადასხვა პროდუქტის ჩანაცვლება ჯანსაღი საკვებით, დროთა განმავლობაში თქვენი მაცივარი სრულად ჩანაცვლდება ჯანსაღი საკვებით.

შეწვიტეთ დიდი თეფშების გამოყენება

კვლევების თანახმად, ქალები 10%-ით მეტს მიირთმევენ, ხოლო მამაკცები 29%-ით მეტს, როცა მათ საკვებს დიდი თეფშებით აწვდიან და არა წინასწარ გამზადებული პორციებით. ეს ფსიქოლოგიურ ფაქტორთან არის დაკავშირებული.

ეცადეთ ყურადღება მიაქციოთ წახემსების პერიოდს

კვლევების თანახმად, ადამიანები 167 კალორიით მეტს იღებენ, როცა ტელევიზორს  უყრებენ.ასევე ნახეთ:  სექსუალური სხეული ზაფხულისთვის მარტივად

ეცადეთ წახემსებისას  საკვები წინასწარ განსაზღვრული პორციებით მიიღოთ და მთელი კონცენტრაცია თეფშისკენ გქონდეთ.

ეცადეთ თითოეული კვება მინიმუმ  20 წუთი გაგრძელდეს

თუ  საჭმელად 20 წუთზე დიდხანს დასხდებით, უფრო მოსალოდნელია, რომ ნაკლები მიირთვათ და უფრო ნელა, ვიდრე მაშინ, როცა საჭმელად 10 წუთით სხდებით, ყველაფერს სწრაფად ჭამთ, ორგანიზმი კი ვერ ასწრებს საკვების რაოდენობის დადგენას და მალევე გშივდებათ.

გაწერეთ კვების განრიგი წინასწარ

ჩამოწერეთ მთელი კვირის საკვების შემცველობა წინასწარ, ასე უფრო მცირეა იმის შანსი რომ კვების რაციონს გადაუხვევთ.

ჩამოწერეთ თავად ჯანსაღი საკვების სია, ან მოგვანდეთ თქვენი კვების რაციონის შედგენა ჩვენ. ეწვიეთ ამ ბმულს და ჩვენ შეგიდგენთ თქვენი გემოვნებისა და მიზნების მიხედვით კვების რაციონს, რაც მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *