რუსეთმა ახალი “საზღვრების დამდგენი” დანიშნა

  • რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დსთ-ს ქვეყნებთან სახელმწიფო საზღვრების დემარკაციის საკითხებში ახალ სპეციალურ წარმომადგენლად მიხაილ პეტრიაკოვი დანიშნა.  ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია TASS ავრცელებს. 

პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, პუტინის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოსთან და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ე.წ. საზღვრების დადგენა დაევალა.

“დაინიშნოს მიხაილ პეტრიაკოვი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად მეზობელ სახელმწიფოებთან – დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის წევრებთან რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში. მას ასევე დაევალოს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პასუხისმგებლობა აფხაზეთთან, საქართველოსთან და სამხრეთ ოსეთთან”. – წერია განცხადებაში. 

პეტრიაკოვი  იქნება ასევე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი კასპიის ზღვის მრავალმხრივ მოლაპარაკებებზე.

იგორ ბრატჩიკოვი, რომელიც აქამდე იკავებდა აღნიშნულ თანამდებობას, სლოვაკეთში რუსეთის ელჩად დაინიშნა. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *