საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა – გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

  • ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა – გადაზიდვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.

უწყების ცნობით ,საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მცხეთა – მთიანეთის რეგიონში ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი 3 000 კოლოფი სხვადასხვა დასახელების თამბაქოს ნაწარმი, ამოღებული საქონლის ჯამური საბაზრო ღირებულება 12 900 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის მე – 200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 – დან 8 წლამდე ვადით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *