საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავა

  • ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავა.

“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომელი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქრთამის სანაცვლოდ, ცხოველთა სასაკლაოზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ვეტერინალურ-სანიტარული სავალდებულო პროცედურების გავლის გარეშე, ისე, რომ რეალურად არ შეამოწმა ხორცპროდუქტის ვარგისიანობა, მოქალაქეზე გასცა ყალბი ვეტერინარული მოწმობა”.

უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *