საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა გადაზიდვის ფაქტზე 5 პირი დააკავა

  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე 5 პირი დააკავეს.

“საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან 6 160 კოლოფი, ხოლო ავტომობილიდან 600 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტია ამოღებული, რომლის საბაზრო ღირებულება 37 856 ლარია.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლით, რაც 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.”-აღნიშულია საგამოძიებო სამსხურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *