საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, სოფელ ხონეში, მთის ფერდობზე დაშავებული მოქალაქე გადაარჩინეს

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხონეში, მთის ფერდობზე დაშავებული მოქალაქე გადაარჩინეს.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ ,,112”-ში შევიდა ინფორმაცია, რომ სოფელ ხონეში მდებარე მთის ფერდობზე ერთი პირი დაშავდა და გადაუდებელ დახმარებას საჭიროებდა.

შეტყობინების მიღებისთანავე დაიგეგმა სამაშველო ოპერაცია, რომელშიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების ჯგუფთან ერთად, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო.

მეხანძრე-მაშველებმა დაშავებული მოქალაქე, რომელსაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო, უსაფრთხოდ გამოიყვანეს რთული რელიეფიდან და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *