საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სოფელ ქვემო ომალოში დაშავებული არასრულწლოვანი ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს

  • შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სოფელ ქვემო ომალოში დაშავებული არასრულწლოვანი ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს.

„112-ში შევიდა შეტყობინება, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ომალოში 9 წლის ბავშვი გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებდა. შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით, შეტყობინების მიღებისთანავე დაიგეგმა სამაშველო ოპერაცია, რომელშიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ჯგუფთან ერთად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *