საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება პრიორიტეტი

  • საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროში განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ მასშტაბურ ინფრასტრუქტურული პროექტებზე ისაუბრა.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება წარმოადგენს. შესაბამისად, 2020 წლის განმავლობაში სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის (CEB) მიერ 2020 წელს საქართველოს მასშტაბით დასრულდა 20 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა, ხოლო 800-მდე სკოლაში სრულად მოწესრიგდა სველი წერტილები. 2021 წელს იგეგმება მიმდინარე მშენებლობების დასრულება, რის შედეგადაც განათლების სისტემას 60 ახალი სკოლა შეემატება. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *