სამართალდამცავებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით თურქეთში მოქმედი ე.წ. “ბარიშ ბოიუნის’’ კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე – 1999 წელს დაბადებული ს.თ და 2001 წელს დაბადებული ფ.გ. დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  თანამშრომლებმა გამოავლინეს, თურქეთში მოქმედი ე.წ. ,,ბარიშ ბოიუნის’’ კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან.

უწყების ცნობით, მათ ბრალი ედებათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვაში.

“სამართალდამცავებმა, ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი აბები ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის არის  „მდმა“, „მარიხუანა“, „პრეგაბალინი“ და  „გაბაპენტინი“.

დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს.

საქმეზე გრძელდება ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები, თურქეთში მოქმედი ე.წ. ,,ბარიშ ბოიუნის’’ კრიმინალური დაჯგუფების სხვა წევრების დადგენა-გამოვლენის მიზნით.”-ნათქვამია შსს ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *