სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს 

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე – 1985 წელს დაბადებული უ.თ. დააკავეს.

“სამართალდამცველებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე დააკავეს. უ.თ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,მდმა“ და „ამფეტამინი“ ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.”-აღნიშნულია შსს ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *