სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი” ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე – 1994 წელს დაბადებული ა.ა. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ბრალდებულის პირადი და დროებით საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით – ერთ კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი” ნივთმტკიცებად ამოიღო.

ამასთან, უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისათვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *