სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია უკრაინის მოქალაქე

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე, 1983 წელს დაბადებული ო.ს. დააკავეს.

“სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი, ავტომობილისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით, სარეალიზაციოდ გამზადებული 50 შეკვრა ნარკოტიკული საშუალების, „მეთადონის“ შემცველი გრანულები და ფხვიერი მასა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”.-ნათქვამია შსს ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *