საქართველოს რკინიგზა 25, 26 და 27 სექტემბერს, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს

  • გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 25, 26 და 27 სექტემბერს, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

რკინიგზის ინფორმაციით, ბილეთები უკვე გაყიდვაშია.

,,მგზავრებს შევახსენებთ კოვიდ19-თან დაკავშირებულ რეკომენდაციებს: გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული. მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება. საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ყველა ზემოთაღნიშნული რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *