საქართველოში კორონავირუსის 5 021 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 58 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 5 021 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 041 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 58 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 53 747 ტესტი. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 33 312, „პისიარ“ ტესტით – 20 435.

სულ აცრილია – 1 038 292 ადამიანი, დღიურად აცრილია 28 196.

კარანტინის რეჟიმშია 95, სტაციონარში მეთვალყურეობას 7 356 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 3 304 პირი.

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 021 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 2 030 შემთხვევა, აჭარა – 599, იმერეთი – 598, ქვემო ქართლი – 333, შიდა ქართლი – 331, გურია – 111, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 336, კახეთი – 446, მცხეთა-მთიანეთი – 114, სამცხე-ჯავახეთი -90, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 33. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *