საქართველოში კორონავირუსის 1 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 61 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 1 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 4 905 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 61 პაციენტი.

ქვეყანაში ჩატარდა 16 149 ტესტი.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო 14 დღის – 9,15%, ბოლო 7 დღის – 8,19%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 565 957 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 519 673 გამოჯანმრთელდა, 7 867 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია 1 326 033 ადამიანი, დღიურად აცრილია 16 298.

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 120 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 415 შემთხვევა, აჭარა – 147, იმერეთი – 175, ქვემო ქართლი – 48, შიდა ქართლი – 46, გურია – 29, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 94, კახეთი – 73, მცხეთა-მთიანეთი – 40, სამცხე-ჯავახეთი – 35, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 18.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *