საქართველოში კორონავირუსის 2 262 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 54 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 2 262 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 2 795 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 54 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 34 225 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19 047, „პისიარ“ ტესტით – 15 178.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,61%, ბოლო 14 დღის – 8,27%, ბოლო შვიდი დღის – 7,42%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 575 210  შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 534 559 გამოჯანმრთელდა, 8 089 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 1 433 296 აცრა, დღიურად აცრილია 24 325.

კარანტინის რეჟიმშია 84, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 327 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 918 პირი.

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 2 262 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 827 შემთხვევა, აჭარა – 211, იმერეთი – 335, ქვემო ქართლი – 129, შიდა ქართლი – 139, გურია – 59, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 222, კახეთი – 216, მცხეთა-მთიანეთი – 61, სამცხე-ჯავახეთი – 35, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 28.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *