14.03.21: საქართველოში კორონავირუსის 268 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 5 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 268 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 233 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ხუთი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 26 399 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 012, ხოლო პისიარტესტით – 9 387.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,02%, ბოლო 14 დღის – 1,51%, ბოლო 7 დღის – 1,46%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 274 989 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 268 237 გამოჯანმრთელდა, 3 648 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 251, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 1 338 ადამიანი, ხოლო კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 136 პირი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *