საქართველოში კორონავირუსის 6 021 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 75 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 6 021 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 792 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 75 პაციენტი.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 11,57%, ბოლო 14 დღის – 9,78%, ბოლო შვიდი დღის – 10,46%.

სულ ჩატარდა 2 010 783 აცრა, დღიურად აცრილია 5 254.

კარანტინის რეჟიმშია 54, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 808 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 300 პირი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *