30.03.21 საქართველოში კორონავირუსის 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 8 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 298 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა რვა პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 30 751 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23 361, „პისიარ“ ტესტით – 7 390.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,19% ბოლო 14 დღის – 1,69%, ბოლო შვიდი დღის – 1,6%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 281 145 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 272 899 გამოჯანმრთელდა, 3 773 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 263, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 624 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 214 პირი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *