საქართველოში კორონავირუსის 4 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 67 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 4 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 397 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 67 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 51 749 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31 223, „პისიარ“ ტესტით – 20 526.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,92%, ბოლო 14 დღის – 8,75%, ბოლო შვიდი დღის – 8,39%.

სულ ჩატარდა 2 211 839 აცრა, დღიურად აცრილია 11 699.

კარანტინის რეჟიმშია 33, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 550 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 127 პირი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *