საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 17 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 481 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 17 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 24 358 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12 320, „პისიარ“ ტესტით – 12 038.

ქვეყანაში სულ აცრილია – 125 601 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 291.

კარანტინის რეჟიმშია 48, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 965 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 668 პირი.

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 508 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 252 შემთხვევა, აჭარა – 61, იმერეთი – 35, ქვემო ქართლი – 42, შიდა ქართლი – 20, გურია – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 48, კახეთი – 22, მცხეთა-მთიანეთი – 14, სამცხე-ჯავახეთი – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *