საქართველოში კორონავირუსის 1 056 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 28 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 1 056 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 071 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 28 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 38 921 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 26 713, „პისიარ“ ტესტით – 12 208.

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 056 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 569 შემთხვევა, აჭარა – 102, იმერეთი – 103, ქვემო ქართლი – 58, შიდა ქართლი – 40, გურია – 14, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 84, კახეთი – 39, მცხეთა-მთიანეთი – 24, სამცხე-ჯავახეთი – 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *