საქართველოში კორონავირუსის 13 737 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა სამი პაციენტი

  • დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გასული ერთი კვირის (21.08-28.08) განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 13 737 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 14 486 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა სამი პაციენტი.

ერთ კვირაში ქვეყანაში ჩატარდა 76 704 ტესტი. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია – 17.91%.

წინა კვირის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 12 595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 12 329 პირი, გარდაიცვალა ექვსი პაციენტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *