საქართველოში კორონავირუსის 260 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 15 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 260 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 834 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 15 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 11 059 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 205, „პისიარ“ ტესტით – 5 854.

სულ აცრილია – 234 410 ადამიანი, დღიურად აცრილია 922.

კარანტინის რეჟიმშია 37, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 819 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება – 590 პირი.

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 260 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 166 შემთხვევა, აჭარა – 18, იმერეთი – 17, ქვემო ქართლი – 14, შიდა ქართლი – 9, გურია – 0, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 7, კახეთი – 16, მცხეთა-მთიანეთი – 5, სამცხე-ჯავახეთი – 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *