საქართველოში კორონავირუსის 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 24 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 635 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 24 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 27 956 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 953, „პისიარ“ ტესტით – 9 003.

სულ აცრილია – 238 220 ადამიანი, დღიურად აცრილია 3 847.

კარანტინის რეჟიმშია 32, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 698 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 605 პირი.

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 914 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 524 შემთხვევა, აჭარა – 47, იმერეთი – 87, ქვემო ქართლი – 63, შიდა ქართლი – 57, გურია – 4, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 42, კახეთი – 64, მცხეთა-მთიანეთი – 9, სამცხე-ჯავახეთი – 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *