საქართველოში კორონავირუსის 773 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 12 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 773 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 575 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 37 923 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 636, „პისიარ“ ტესტით – 17 287.

სულ აცრილია – 242 451 ადამიანი, დღიურად აცრილია 3 957.

კარანტინის რეჟიმშია 33, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 633 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 583 პირი.

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 773 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 469 შემთხვევა, აჭარა – 24, იმერეთი – 69, ქვემო ქართლი – 50, შიდა ქართლი – 29, გურია – 3, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 50, კახეთი – 59, მცხეთა-მთიანეთი – 5, სამცხე-ჯავახეთი – 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *