საქართველოში კორონავირუსის 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 9 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 808 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ცხრა პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 14 074 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 102, „პისიარ“ ტესტით – 7 972.

სულ აცრილია – 254 737 ადამიანი, დღიურად აცრილია 604.

კარანტინის რეჟიმშია 40, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 602 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 598 პირი.

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 352 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 225 შემთხვევა, აჭარა – 21, იმერეთი – 23, ქვემო ქართლი – 20, შიდა ქართლი – 13, გურია – 2, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 23, კახეთი – 11, მცხეთა-მთიანეთი – 3, სამცხე-ჯავახეთი – 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *