საქართველოში კორონავირუსის 980 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 11 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 980 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 877 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 11 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 30 579 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 598, „პისიარ“ ტესტით – 14 981.

სულ აცრილია – 265 290 ადამიანი, დღიურად აცრილია 3 174.

კარანტინის რეჟიმშია 105, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 729 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 605 პირი.

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 980 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 663 შემთხვევა, აჭარა – 38, იმერეთი – 95, ქვემო ქართლი – 51, შიდა ქართლი – 18, გურია – 2, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 39, კახეთი – 52, მცხეთა-მთიანეთი – 12, სამცხე-ჯავახეთი – 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *