საქართველოში კორონავირუსის 964 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 8 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 964 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 607 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 8 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 28 190 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 696, „პისიარ“ ტესტით – 14 494.

სულ აცრილია – 266 161 ადამიანი, დღიურად აცრილია 1 246.

კარანტინის რეჟიმშია 118, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 771 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 620 პირი.

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 964 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 629 შემთხვევა, აჭარა – 25, იმერეთი – 77, ქვემო ქართლი – 54, შიდა ქართლი – 40, გურია – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 30, კახეთი – 71, მცხეთა-მთიანეთი – 12, სამცხე-ჯავახეთი – 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *