საქართველოში კორონავირუსის 2 415 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 26 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 2 415 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. .943 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 26 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 37 627 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21 135, პისიარტესტით – 16 492.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,42 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 5,03 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის –  5,53 პროცენტი.

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 415 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 391 შემთხვევა, აჭარა – 202, იმერეთი – 147, ქვემო ქართლი – 172, შიდა ქართლი – 90, გურია – 47, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 97, კახეთი – 149, მცხეთა-მთიანეთი – 67, სამცხე-ჯავახეთი – 40, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 13.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *