საქართველოში კორონავირუსის 1 655 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 23 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 1 655 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 2 286 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 23 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 20 661 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10 041, „პისიარ“ ტესტით – 10 620.

სულ აცრილია – 506 780 ადამიანი, დღიურად აცრილია 11 126.

კარანტინის რეჟიმშია 55, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 082 ადამიანი გადის, კლინიკურ სა სტუმროში იმყოფება 2 228 პირი.

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 655 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 701 შემთხვევა, აჭარა – 392, იმერეთი – 130, ქვემო ქართლი – 85, შიდა ქართლი – 50, გურია – 31, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 101, კახეთი – 87, მცხეთა-მთიანეთი -29, სამცხე-ჯავახეთი – 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *