საქართველოში კორონავირუსის 4 827 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 34 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 4 827 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 895 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 34 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 43 932 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 258, „პისიარ“ ტესტით – 28 674.

სულ აცრილია – 523 466 ადამიანი, დღიურად აცრილია 16 677.

კარანტინის რეჟიმშია 55, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 045 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 173 პირი.

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 297 შემთხვევა, აჭარა – 634, იმერეთი – 494, ქვემო ქართლი – 253, შიდა ქართლი – 262, გურია – 100, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 224, კახეთი – 323, მცხეთა-მთიანეთი -156, სამცხე-ჯავახეთი – 47, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 37.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *