საქართველოში კორონავირუსის 6208 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 47 ადამიანი გარდაიცვალა

  • Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ­ჩატარდა 47 872 კვლევა ტესტით, მათ შორის 33 873 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 999 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 6 208 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 490 462-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 12.97%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.63% ხოლო 7 დღის მანძილზე – 11.14%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 539 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 429 190.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 47 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 483 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 208 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 2 540 შემთხვევა, აჭარა – 810, იმერეთი – 782, ქვემო ქართლი – 307, შიდა ქართლი – 363, გურია – 172, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 368, კახეთი – 513, მცხეთა-მთიანეთი – 157, სამცხე-ჯავახეთი – 146, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 50.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 54 763 საიდანაც 6 965 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 122, აჭარაში – 930, იმერეთში – 1 013.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 429 პირი, მათ შორის, თბილისში – 605, აჭარაში – 148, იმერეთში – 327. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 323 პირი, მათგან თბილისში – 202, აჭარაში – 17, იმერეთში – 20.

3 481 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 646 – თბილისში, 1 298- აჭარაში.

44 317 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 79 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 74, ხოლო აჭარაში – 5.

სულ 6 ოქტომბრიდან – 16 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 051 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 49 901 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 25 349, პირი, აჭარაში – 6 994, იმერეთში – 5 270.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *