საქართველოში კორონავირუსის 3 803 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 48 ადამიანი

  • საქართველოში კორონავირუსის 3 803 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 332 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 48 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 34 159 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19 708, „პისიარ“ ტესტით – 14 451.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 514 744 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 448 288 გამოჯანმრთელდა, 6 771 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 962 165 ადამიანი, დღიურად აცრილია 23 303.

კარანტინის რეჟიმშია 82, სტაციონარში მეთვალყურეობას 7 345 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 3 494 პირი.

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 803 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 425 შემთხვევა, აჭარა – 598, იმერეთი – 506, ქვემო ქართლი – 163, შიდა ქართლი – 168, გურია – 161, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 246, კახეთი – 327, მცხეთა-მთიანეთი – 69, სამცხე-ჯავახეთი -104, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 36.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *