- დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ “ჯივინოსტატს” ყიდულობს. ხელშკრულება უკვე გაფორმებულია.
უწყების ცნობით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი” განკუთვნილია 6 წლის ასაკიდან, გადაადგილების უნარის მქონე პაციენტთათვის.

