სურსათის ეროვნული სააგენტო: ზუგდიდსა და გონიოში ხორცპროდუქტების მწარმოებლები დააჯარიმეს

  • სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის დეპარტამენტების ინსპექტორებმა ხორცპროდუქტების საწარმოებში სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინფორმაციით, შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ინდივიდუალური მეწარმეები მ. ტ. (მისამართი: ზუგდიდი, ბარათაშვილის N5, ი. ქ. (მისამართი: ზუგდიდი, წერეთლის N54) და ფიზიკური პირი ი. ხ. (მისამართი: გონიო, ანდრია პირველწოდებულის N15 ბ) ხორცპროდუქტების წარმოებას სააგენტოს აღიარების გარეშე ახორციელებდნენ. ასევე ორი მათგანი (მ. ტ.-ის და ი. ხ.) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრშიც არ იყვნენ რეგისტრირებულები.

“ობიექტებზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები – ჰიგიენური ნორმების და მიკვლევადობის წესის დარღვევა, მათ შორის ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული ხორცი (ი.ხ).

გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, ბიზნესოპერატორები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.

სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოების გამოვლენას მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, პროდუქცია არ აწარმოონ სავალდებულო აღიარების გარეშე და საქმიანობა მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით განახორციელონ.”-აღნიშნულია სეს-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *